საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

“მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ზურაბის გარდაცვალების გამო”-  საპატრიარქო ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახურის, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარის, დეკანოზ ზურაბ პაპიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გუშინ, 2020 წლის 17 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე.მამა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.18 და 19 დეკემბერს დეკანოზი ზურაბი დასვენებული იქნება ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ხოლო 20 დეკემბერს, კვირას, 14 საათზე იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ზურაბის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი ზურაბი,“- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.