სასამართლომ, დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლიფონავა, 2 500 ლარით დააჯარიმა.
გიორგი ლიფონავა 16 ნოემბერს, ცესკოსთან მშვიდობიანი მსვლელობის დროს დააკავეს.
16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა მოაწყვეს და გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა, რა დროსაც გიორგი ლიფონავა დააკავეს.