თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციაზე სამართალდამცავების მიერ ნაცემი “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა. ხოლო სანქციის სახით, მას ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება 2 წლის ვადით.
მის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო ქაცარავა სამართალდამრღვევად სცნო სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში.