თბილისის საქალაქო სასამართლომ კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტის მინიჭებაზე PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია ექსპერტების, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, კორონავირუსის მართვის ქართული პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძისა და წამყვანი ალერგოლოგოგის, ბიძინა კულუმბეგოვის მოსაზრებები და მოსარჩელეს მოსთხოვა, მეცნიერულად დაამტკიცოს, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებს უვადო იმუნიტეტი არ აქვთ.
1 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა ე.წ მწვანე პასპორტები, რაც დაწესებულებების ნაწილში შესასვლელად სავალდებულოა.