სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის – ფილიპ რიკერი

სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის – ამის შესახევ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”დემოკრატია არის მუდმივი ძალისხმევა, მუდმივი მუშაობა განვითარებისთვის და ზუსტად ეს არის ასახული ამერიკის კონსტიტუციაში, რომ მუდმივად უნდა გავწიოთ ძალისხმევა უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მისაღწევად.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია. სასამართლო სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი, უნდა მოხდეს ყველა იმ საკითხის გათვალისწინება, როგორიც არის მოსამართლეთა არჩევა, მათი დაწინაურება, სადისციპლინო საკითხები და ა.შ. ეს ყველაფერი რეფორმით უნდა იქნეს გადაჭრილი.

19 აპრილის შეთანხმება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით და ეს ნიშნავს, რომ ამ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და რაც მნიშვნელოვანია, მუშაობის პროცესი უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური და მასში ასახვა უნდა ჰპოვოს მრავალფეროვანმა მოსაზრებებმა საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების. კარგია ის, რომ გარდა არსებული ინსტიტუტებისა, რაც უნდა გააძლიეროთ, ასევე არის საერთაშორისო დახმარება ვენეციის კომისიის სახით და სხვადასხვა რეკომენდაციებით, რაც ძალიან მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს რეფორმირების პროცესში.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლას და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს”- ამბობს რიკერი.