”სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში!” – ასე აფასებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის საბჭოს წევრად წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა.
“დღეს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესის საბჭოს წევრი. თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ ; ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა;
ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში” აღნიშნავს გიორგი მსხილაძე და მიმართავს როგორც საერთაშორისო საზოგადოებასა და ორგანიზაციებს, ისე ეუთო|ოდირს რომლის მეთვალყურეობითაც ჩატარადა გასაუბრებები, მოახდინონ რეაგირება”.- განაცხადა მსხილაძემ.