„რა მოლოდინიც მქონდა, იმას გარემო ამართლებს, ამდენი პოლიციის მობილიზება ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ რაღაცას აპირებენ. არჩევანი ბევრი არ აქვთ, თვითონაც ჩიხში არიან, ან საერთოდ უარი უნდა თქვან აღკვეთ ღონისძიებაზე, რაზეც მინიმუმ სამჯერ გვაქვს მიმართული, მაგრამ უარი თქვეს, შესაბამისად, ერთადერთი გზა არის, მძიმე ფორმა გამოიყენონ, უფრო მძიმე ფორმაა, დამაპატიმრონ, ისევე როგორც ირაკლი ოქრუაშვილი.
წულუკიანი რამდენჯერმე დავიბარეთ, მაგრამ ეს მოთხოვნა თვითონ წულუკიანამდეც არ მიუშვეს, ამ სასამართლოშივე დაიბლოკა. ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პატიმრობაზე წავიდნენ, არამხოლოდ ჩემი და ოქრუაშვილის დაპატიმრება მოუწევთ წინასწარით, არამედ მოუწევთ, საბოლოოდ ჩემიც, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის. ამისთვის რამდენად არიან მზად და რამდენად არიან მაგ ფაზაში, ავტორიტარიზმის, ამას დრო გვიჩვენებს”,
განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ზურა ჯაფარიძემ.
რამდენიმე წუთში „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. საქალაქო სასამართლოს ეზოში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.