ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების მშობლები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, პრეპარატი ფენილკეტონური, რომელსაც მოზარდთა ჯგუფები იყენებენ და რომელის უალტერნატივო საკვები დანამატია, დეფიციტშია, ჯანდაცვის სამინისტრო კი მათ კითხვებს არ ვერ პასუხობს.
წამლების დეფიციტის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 13 აპრილს განაცხადა რომ გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის საჭირო წამალი ქვეყანაში არ არის, ის უკვე შეკვეთილია, თუმცა არსებობს ამ წამლების ალტერნატივებიც.
ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის მშობლების თქმით, წამლის ალტერნატივა არ არსებობს.
ადამიანთა უფლებების ცენტრში ამბობენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია მარაგები დროულად შეავსოს.
სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მისაღები წამლების მარაგის შევსებას ფენილკეტონურიის დიაგნოზთ 150-მდე პაციენტი ელოდება. მოქალაქეები საკვები დანამატის შეძენას თავად მაღალი ფასის გამო ვერ ახერხებენ. 1 თვის წამლის ღირებულება საშუალოდ 2 000 ლარია.