”ვხედავთ რა კრემენჩუკის სურათებს, კიდევ ერთი სასტიკი თავდასხმის ფონზე გამოვხატავ სრულ სოლიდარობას უკრაინის მიმართ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს!”

ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს. უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.