“ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს” – ასე ეხმაურება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ნინოწმინდის პანისონსა და იქ მიმდინარე მოვლენებს.
“სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რასაკვირველია, პოლიტიკური ელფერი იმიტომ არ გასდევს, რომ ჩვენი ოპონენტები იძახიან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამას ჩვენც ვამბობთ. გამორჩეულად არის ტედნეცია რომელიც ვითარების ესკალაციისკენ, ისტერიკისკენაა მიმართული. მე ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს. ნებისმიერი კარჩაკეტილობა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებს აზიანებს”, – აცხადებს ვოლსკი.