სასულიერო პირს, რომელიც ბოლნისის სიონის ტაძარში მსახურობს, კორონავირუსი დაუდასტურდა

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისის სიონის ტაძარში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ტაძარში წივა-ლოცვა მრევლის გარეშე ტარდება.

,,დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი სასულიერო პირია. იქ საკარანტინე რეჟიმი დიდი ხანია გავრცელებულია. იქ, სადაც მოღვაწეობს სასულიერო პირი, მრევლი არ დადის და წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ხორციელდება”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

საქართველოში ეს უკვე მეორე სასულიერო პირია, ვისაც COVID-19 დაუდგინდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 79 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.