“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია.
წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს, გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია. პულსიც ოდნავ დაბალი, მაგრამ ნორმის ფარგლებში.
დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ.
ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე. გამოსავალი მარტივია – სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში”
წერს პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. პარლამენტში ცოტახნის წინ ხოშტარიასთან სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივიდა, რომელმაც მას გადასხმის გაკეთება შესთავაზა, თუმცა ხოშტარიამ უარი თქვა.