“სასწრაფოდ მოვამარაგოთ იარაღით” – ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ერთობლივი განცხადება

“სასწრაფოდ მოვამარაგოთ იარაღით” – ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“რუსეთის აგრესია უნდა დავგმოთ ყველაზე მკაცრად, რაც შესაძლებელია, შემოვიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, გამოვრთოთ რუსეთი SWIFT-დან, მოვახდინოთ პოლიტიკურად მისი იზოლირება და მტკიცედ დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტს და ტეროტორიული მთლიანობას. სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარებით. ყველაფერს ვიზამთ, რომ აგრესორმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადოს. Slava Ukraini!” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. იმბომბება უკრაინული ქალაქები და იქ განთავსებული ინსფრასტრუქტურა.