“საუბარია 3 პოლიციელზე, მათ შეეხებათ ძალიან ვიწრო მუხლი “- ამის შესახებ, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’ წამოსულმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა.
“აქ საუბარი არის 3 კონკრეტულ პოლიციელზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დააყენა ზეპრიად, საუბარი არის იმაზე, რომ მათ შეეხებათ კონკრეტული მუხლი, ძალიან ვიწრო მუხლი, ამიტომ, კიდევ ერთხელ, უტრირება არის, როდესაც ჩვენი კოლეგები საუბრობენ, რომ იმ ადამიანს, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი მაკო გომურის დანაშაულზე, რომ მას შეეხება ამნისტია.
ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის გარეშე არავინ, საერთოდ, არ აპირებს, რომ გამოიძიოს და ვინმე დასაჯოს 20 ივნისის საქმეზე – არც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები, არც დამკვეთი და ა.შ.
საბოლოო ჯამში, ხელისუფლების შეცვლის გარეშე, ვინმე ელოდება, რომ ეს ხელისუფლება რამე ნაბიჯებს გადადგამს?”- განაცხადა სამადაშვილმა.