საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიერ ვერანის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის 24 ივლისამდე გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს გადაეგზავნება.
მისივე თქმით, მიმდინარე თვეში საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ნაადრევი იქნება და შესაძლოა, ვირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხე შექმნას.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 24 მარტს შემოიღეს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 24 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფექცია ქვეყანაში 167 346 ადამიანს დაუდგინდა.