საფრანგეთი შპიონაჟში ეჭვმიტანილ რუსებს ქვეყნიდან აძევებს

საფრანგეთმა ქვეყნიდან გააძევა ექვსი რუსი, რომლებიც შპიონაჟში იყვნენ ეჭვმიტანილი.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი თითქოს დიპლომატიური საფარის ქვეშ მუშაობდნენ და საფრანგეთის ნაციონაულრ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდნენ.

სპეცსამსახურებმა “საიდუმლო ოპერაცია“ კვირას გაახმაურეს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მანამდე საფრანგეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პასუხად 35 რუსი დიპლომატი ქვენიდან გააძევა.