საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი, თანამდებობიდან გადადგა, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ედუარ ფილიპის განცხადება გადადგომის თაობაზე დაამტკიცა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტის დასახელებამდე ედუარ ფილიპი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.