საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონმა გაიმარჯვა

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს. ამის შესახებ მეტყველებს ხმის მიცემის პირველი შედეგები.

ფრანგული მედიის ინფორმაციით მაკრონს ხმების 57.6% აქვს, მის კონკურენტ, ულტრამემარჯვენე კანდიდატს მარი ლე პენს კი 42.4%.

სავარაუდოდ მაკრონი მალე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.

მაკრონი საფრანგეთის მეორე ლიდერია ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც პოსტზე მერედ დარჩენა მოახერხა.

მეორე ტურის წინ მაკრონსა და ლე პენს შორის სხვაობა მინიმალური იყო.

წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ამომრჩეველს ყველაზე მეტად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა აწუხებდა, რამაც ინფლაციის დონის ზრდა გამოიწვია.

ლე პენმა საკუთარი კამპანია სწორედ ამ პრობლემაზე ააგო, იმ დროს, როცა მაკრონი უფრო მეტს უკრაინაზე და რუსეთ–უკრაინის ომში ევროპის რეაქციაზე საუბრობდა.