„ეს მისი მოსაზრება კი არ იყო, მან მიუთითა კონკრეტულ ანგარიშებზე, კონკრეტულ კვლევებზე და ინფორმაციაზე, რომელიც პენიტენციური სამსახურის ხელთ არის ყველა წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით. როგორც მოვისმინე, ურთმელიძე ამბობდა იმას, რომ იმ ნივთიერებების დასაშვებ დოზას, რომლის არსებობაზეც კეთდებოდა შორს მიმავალი დასკვნები, არ აღემატება. ამის გათვალისწინებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს განცხადებისთვის, რომ ვინმემ ვინმე მოწამლა. რასაკვირველია, ობიექტურად ამას არავითარი დასაყრდენი არ გააჩნია. ეს თქვა იმ ადამიანმა და ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომელიც სუბიექტური შეფასების დონეზე შეიძლება წყდებოდეს. ეს არის ყველაფერი გაზომვადი კრიტერიუმებით. არ მგონია უბრალოდ, რომ ამაზე კამათი ღირდეს. უნდა ვნახოთ ფაქტები. ფაქტები თუ არის ისეთი, როდესაც დასაშვებ ნორმას არ აღემატება რაღაც ნივთიერების შემადგენლობა ორგანიზმში, ამის შემდეგ, როგორ შეიძლება კამათი იმასთან დაკავშირებით, მოწამვლა არის თუ არა და რაღაც ბნელ ოთახში კატის დაჭერის მცდელობები“,
აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.