საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება შრომას მოითხოვს.

გახარია აღნიშნავს, რომ ეს არის არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყველას ბრძოლა.

„არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ რაღაცა დავასრულეთ, ბრძოლა დასრულებულია, ან გამარჯვებას მივაღწიეთ. ეს ყველაფერი მარტივია – რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი. შეუძლებელია ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს პანდემია, უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს არის გლობალური გამოწვევა. ამიტომ, ყველა ვხედავთ, რა ხდება რეგიონში, რომ საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს, ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში”,- აცხადებს გახარიამ.

მისივე თქმით, თუ მოვდუნდებით, ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად, რომ ვერც მოვასწრებთ გააზრებას.