საქართველოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის დღეს ხელი ეწერება საგრანტო შეთანხმებას – „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამ შეთანხმების შედეგად 5 წლის პერიოდში საქართველოსთვის $330 მილიონ დოლარამდე რესურსი გახდება ხელმისაწვდომი.
პირველ ეტაპზე საქართველოსთვის 67 მლნ დოლარის გრანტი გამოიყოფა.
შეთანხმებას ხელს აწერენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. ხელის მოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.










![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)




