საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს – ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის დეპუტატი, გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ ”საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ ეს არ შეუძლიათ, მაშინ, საჯარო გამოსვლები, რომლებიც უკრაინას ეხება, უნდა შეამცირონ”.
”ბევრი საკითხია, რაც გადაფარვას მოითხოვს და ვფიქრობ, საქართველო რაღაც დაბალ ღობედ ამოარჩიეს, რომ დღენიადაგ, მათ შორის, ქართული მედიების საშუალებითა და ძალისხმევით, შეურაცხყოფა მიაყენონ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ.”