“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლო სხდომაზე. ამ მძიმედ დაავადებულს უარი ეთქვა ევროკავშირის სამედიცინო ექსპერტების მონახულებაზე. საქართველო კარგავს თავის პატრიოტებსა და ოცნებას”

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოჩენას და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. ევროპარლამენტარი Twitter-ზე განცხადებასთან ერთად სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს.