სენატორი რობ პორტმანი აცხადებს, რომ საქართველო იმსახურებს NATO-სგან MAP-ის მიღებას.
“საქართველო არამხოლოდ აპლიკანტი უნდა იყოს, ასპირანტი ქვეყანა ნატოში გაწევრიანების, რომელიც სურვილს ადასტურებს ნატოში გაწევრიანებისა, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ნატოში გაწევრიანებასკენ.
არსებობს MAP-ი, რომელიც NATO-ს წევრობისთვის შემდეგი ნაბიჯია, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს NATO-ს წევრობის გზაზე ყოფნას, შესაძლებლობას, შეუერთდეს MAP-ის პროცესს. ამას გადაწყვეტს არა აშშ, არამედ NATO-ს ყველა წევრი და ამისთვის საჭიროა საქართველოს გაატაროს გარკვეული რეფორმები სამხედრო და თავდაცვის სფეროში, ასევე, კანონის უზენაესობის საკითხში. ეს, რასაკვირველია, დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას” – თქვა სენატორმა რობ პორტმანა პრესკონფერენციაზე.