“საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ”- ამ წარწერებით თელავის თეატრის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს დილიდან კარავი გაშალეს.
ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მოითხოვენ, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
კარვები თელავის თეატრის წინ გუშინ საღამოს გაიშალა. თუმცა, აქტივისტებს სამართალდამცველებმა ღამის კარვებში გათენების უფლება არ მისცეს და მიზეზად ცენტრალური ქუჩების დეზინფექცია დაასახელეს.
აქტივისტების ინფორმაციით, გუშინ ღამით თელავში დეზინფექცია არ ჩატარებულა.
საპროტესტო კარვები ანალოგიური მოთხოვნებით გაშლილია ბათუმის მთავრობის სახლთან და თბილისში, პარლამენტის შენობასთან.