საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 000 დოზა ჩამოვიდა

საქართველომ დღეს “ასტრაზენეკას” 43 000 დოზა ვაქცინა ჩამოვიდა. ის იმ პირებისთვისაა გათვლილი, ვისაც პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს.

ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. ​მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად ნებისმიერ დაწესებულებაში დარეგისტრირდნენ, პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით ჩაიტარა. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ საიტზე – booking.moh.gov.ge.

მეორე დოზით ვაქცინაციის პროცესი 10 მაისიდან დაიწყება.