ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ქვეყანამ  აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერობა ხელისუფლების გამო დაკარგა ამის შესახებ ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს.

”ველოდებოდი ევროკომისიის ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით. საქართველომ, ამჟამინდელი ხელისუფლების გამო, დაკარგა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა. თუმცა მე მჯერა ქართველი ხალხის. ისინი იმსახურებენ ევროპულ ცხოვრებას” – განაცხადა იუკნევიჩიენემ.