” საქართველომ უკვე გამოცადა რუსეთის შემოჭრა, რუსეთის აგრესია და მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველო ნამდვილად არ იღებს იმ გარანტიებს, რომელიც ნატოს წევრობამ შეიძლება უზრუნველყოს. მანამდე ვთქვი, რომ გაოცებული ვიყავი – საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრ პოზიციას არ იკავებდა თავისი უახლოესი პარტნიორის, უკრაინის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს გასაზიარებელი. მნიშვნელოვანია საქართველო უჭერდეს მხარს პრინციპებს – საკუთარი პოლიტიკური ორიენტაციის არჩევის საშუალებას და რუსეთს გაუგზავნოს გზავნილი, რომ იგი არ მიიღებს ასეთი ტიპის იძულებას, ბულინგს რუსეთის მხრიდან იმის დამუქრებით, რომ მოხდება შეჭრა და დაპყრობა სუვერენული ქვეყნის.”
ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.