“საქართველომ საქმეც უნდა აკეთოს, არ უნდა არსებობდეს ზეწოლა სასამართლოზე, ოპოზიციურ მედიაზე ” – ამის შესახებ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯორჯ კენტმა, ამერიკის ხმასთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განაცხადა.
“იმისთვის, რომ საქართველო ამ ინსტიტუტების ნატო და ევროკავშირი წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი. საქართველომ ლაპარაკთან ერთად საქმეც უნდა აკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე უნდა იქცეოდეს, თითქოს ის უკვე ევროკავშირის წევრია, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. არ უნდა არსებობდეს ზეწოლა სასამართლოზე, ბიზნესზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თუ ოპოზიციურ მედიაზე. “- განაცხადა კენტმა.