ქართული ოცნების მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება სრულად მიუღებელია. მთავრობა დიდ შეცდომას უშვებს, როცა ქვეყანას აშორებს მომავლისგან, რომელიც ხალხს სურს, და [ქვეყანას] ერთპარტიული ტოტალიტარული სახელმწიფოს მომავალთან აახლოებს.
აშშ-საქართველოს ურთიერთობა ემყარება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რაც ამჟამინდელ მთავრობას არაერთხელ აქვს უგულებელყოფილი. ამის ნაცვლად, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ საგანგაშოდ გადაუხვია ჩინეთისა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის ხელისუფლებების მიბაძვასაც ისინი ცდილობენ.