”საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, საქართველომ იცის თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი, 1921 წელს, 2008 წელს, 1992 წელს გადაიხადა. საქართველომ იცის რომ ჩვენი მომავალი არის ერთი. საქართველო უნდა იყოს უკრაინის სოლიდარული, არ შეიძლება, რომ არ დაუჭიროს მხარი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. ახლა, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკურად და სოციალურად [არ დაეხმაროს]. მე მინდა, რომ ყველა მოგიწვიოთ და ნახოთ საქართველოს და თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა”.