ავლაბარში, საქართველოს ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა 2 მძევალი გამოუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამას მას მხოლოდ 1 პირი ჰყავს აყვანილი.
შეიარაღებული თავდამსხმელი მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.
ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზელბული. მათ პერიმეტრიდან მოქალაქეები გაიყვანეს და ტერიტორია თვითელი ლენტებით შემოფარგლეს. დაიკეტა ავლაბრის მეტრო.