საქართველოს დღეს მაიკ პომპეო ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს, 17 ნოემბერს ჩამოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ქვეყანაში 17:00 საათისთვის იქნება, თუმცა შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტსალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ასევე, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.

სახელმწიფო მდივნის შეხვედრების პარალელურად, 18 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ამ ფორმით, ისინი მაიკ პომპეოს ეტყვიან, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.