ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ “საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს”.
ამის შესახებ სტანომ რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვას უპასუხა, განიხილება თუ არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.
სტანოს ეს განცხადება რუსული გამოცემის იზვესტიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვით ევროკავშირი მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გეგმავს. ეს საკითხი პიტერ სტანოს კომენტარში ნახსენები არაა.