“დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში სწრაფი ცვლილებების დროა. როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ასევე, მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. არის ახალი იმპულსი, ცვლილებების ქარი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს.
ახლა დროა, ბოსნია ჰერცოგოვინამ გადადგას ნაბიჯი წინ. მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ერთი წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა. ჩვენ ვერ ვიფიქრებდით, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. დღეს ვარ თქვენთან სარაევოში და ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიზეიმოთ ეს წარმატება. ასე რომ, ნება მიბოძეთ, გითხრათ. თუ არის ნება, მაშინ არის გზა თქვენი ოცნებების მისაღწევად”
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სარაევოში ვიზიტისას განაცხადა.