ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა თავად უნდა მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან მკაფიოა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი იქნება ის, რომ მუშაობა გააგრძელონ. ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის.