“არც NDI არის თეთრი ყვავი და არც IRI ვარდისფერი პანტერა – საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ერთნაირად ანგარიშვალდებულია. მათი საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს. ჩვენ დიდი მოლოდინი და სურვილი გვაქვს, რომ ჩემ მიერ აღნიშნული ორგანიზაციები იქნებიან მიუკერძოებელი მსაჯულები 26 ოქტომბრის არჩევნებისას, ისევე როგორც არჩევნების შედეგების ცნობასთან დაკავშირებით მათი პოზიცია იქნება დაყრდნობილი არსებულ რეალობაზე და არა დაკვეთაზე. შესაბამისად, მათი ამჟამინდელი ქცევა, როდესაც ისინი ისეთი ტიპის „ენჯეოებს” აფინანსებენ, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ხარჯავენ ამ დონორებისგან მიღებულ თანხას, ისევე როგორც ამერიკელი და ევროპელი გადამხდელთა მიერ გენერირებულ ფულად სახსრებს, რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ მოწოდებული იმისკენ, რომ თავადაც მკაცრად გააკონტროლონ ის ორგანიზაციები, რომელიც მათ სახეს ეფარებიან და დისკრედიტაციას უწევენ”,

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის NDI-სა და IRI-ს, გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.