შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია, მისასვლელ გზებს კი აკონტროლებენ.
,,საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია, – ამის შესახებ აშია ნათქვამი.
„სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
სასაფლაოები საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 20 აპრილს დაიხურა.