„პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. შესანიშნავი სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ საერთაშორისო შეჯიბრზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას “, მას შემდეგ რაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვის. ასე რომ, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა მიიღოს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები”,
ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს.