„საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში. გამოცხადდება საჯარო კონკურსი და მიიღება ნებისმიერი სახის იდეა, შემდეგ, ჰერალდიკის საბჭოსთან ერთად, ამას დავამუშავებთ და ბოლოს უკვე გამოვიტანთ კენჭისყრაზე. მინდა, ყველა ჩაერთოს და საქართველოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა, ვისაც ამის სურვილი ექნება“
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი ლოგოს შესამუშავებლად, საჯარო კონკურსს გამოაცხადებს. კუჭავამ ამის შესახებ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.