საქართველოს პარლამენტი სეიშელის კუნძულებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფს ქმნის – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.
”მსგავსი თუ რამე გამეგოს :)))) საქართველოს პარლამენტი ქმნის სეიშელის კუნძულებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფს :))) ამ ქვეყანაზე მარტო ის ვიცი, რომ ოფშორული ზონაა და ივანიშვოლის ოფშორული კომპანიები ძირითადად იქაა. ოღონდ, სად უპოვეს პარლამენტი და რა გზით აპირებენ მასთან მეგობრობას, ეგ გამაგებინა და მეტი არაფერი არ მინდა :)))) ხოდა, გავიგებ კიდევაც ხვალ, ცხრიანში თამარ ბაღაშვილთან” , – წერს ნიკა გვარამია.