“ერთადერთი უწყება, რომლისთვისაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ, ესაა საქართველოს პარლამენტი, რომელსაც წარუდგენთ ანგარიშს. მე არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შეკრება მოხდა სრულიად ლეგიტიმურად კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად.
ყველა სხვა მუხლი, ყველა სხვა დათქმა საკანონმდებლო, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი, ვერ იქნება უფრო აღმატებული ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს მეათე დღისა, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო”
აცხადებს ამის შესახებ, ომბუდსმენი ლევან იოსელიანი.