სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 80 კილომეტრში, ფოტოხაფანგმა ლეოპარდი დააფიქსირა. ამის შესახებ ფოტო-ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში “სენაკის ქრონიკა” აქვეყნებს.
როგორც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წერს, ფოტოხაფანგები ტავუშის რეგიონის ერთ-ერთი მაცხოვრებლის მტკიცების შემდეგ დააყენეს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ თავს ლეოპარდი დაესხა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ რეგიონში ლეოპარდი 50 წელია არ გამოჩენილა და ის ბოლოს შენიშნეს 1970 წელს.