საქართველოს საზღვრიდან 5 კმ-ში, რუსეთში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 10:24 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კმ-ში მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.8 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.