საქართველოს სირცხვილია, რომ მესამე პრეზიდენტი არის დევნილობაში – დეკანოიძე

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილი თავად ისაუბრებს საკუთარ გეგმებზე. მისივე შეფასებით, ქვეყნის სირცხვილია, რომ ის დევნილობაში იმყოფება.

“მიუხედავად იმისა, რომ დევნილობაშია დიდი ხანია, აქტიურ პოლიტიკურ პროცესშია მუდამ. იმიტომ რომ საქართველოს სირცხვილია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის დევნილობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილია. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა ერთად დავასრულებთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას”,– განაცხადა ხატია დეკანოიძემ ფორმულასთნ საუბრისას.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. ის ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმამდე საქართველოში დაბრუნდება.