“ფარცხალაძემ რა, საქართველოს ტერიტორია გაყიდა? საქართველოს სახელმწიფო ქონება გაასხვისა, ან აჩუქა? ან ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელმაც დააზარალა ჩვენი ქვეყანა, თუ მოიწონა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიღება-არმირებაზე, პირადად მას, ან მისი მეშვეობით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა .[…] შეიძლება ვინმემ მითხრას, თუ რა უნდა გაეკეთებინა ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას – რა ფეხები გაესავსავებინა? ისტერიკა აეტეხა, როგორც ეს გააკეთა ქვეყნის ორმაგმა აგენტმა, ვაი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მილიონები დამატებით მიაღებინა [პირდაპირი ფრენების აღდგენა]
აცხადებს “ევროპელი სოციალისტი” ფრიდონ ინჯია.