“საუბედუროდ, საქართველოს შემოესია ორი ვირუსი – კოვიდი და ჩვენი მართლმადიდებელი სამღვდელოება, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქადაგებს აცრის საწინააღმდეგოდ, ახდენს ვაქცინის დემონიზებას. ასე აყენებს საკითხს, რომ მართლმადიდებელმა მორწმუნე ქრისტიანმა თურმე უნდა აირჩიოს სულიერი და უარყოს ხორციელი, უნდა აირჩიოს ღმერთთან ყოფნა, ანუ სიკვდილი, რადგანაც, მათი გაგებით, ხორცის გადარჩენა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ვაქცინის საშუალებით არის ღმერთისაგან დაშორება და ეშმაკის სამსახურში ჩადგომა”
ამბობს თეოლოგი ბასილ კობახიძე TV პირველთან საუბრისას.