“საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად არ სურს ომი. მათ ესმით: თუ ომი დაიწყება, [მთავრობა] შეიცვლება. ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა სურს, რათა ამ ტალღაზე ჩვენ დაგვესხან თავს. […] მეორე შვილი ქართველისგან მყავს. ხალხთან პრეტენზიები არ მაქვს. მე მათთან ერთად გავიზარდე სოჭში. სპორტდარბაზში 90% ქართველები მყავდნენ. მაგრამ მათი და მათი მთავრობის აზროვნება განსხვავდება. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაციონალისტი ხალხი უკრაინასა და საქართველოში არიან”

აცხადებს, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონი პიატნაშკას მეთაური, ახრა ავიძბა. მან ასევე განაცხადა, რომ “დასავლელ კურატორებს” საქართველოს ომში ჩართვა სურთ და ამისთვის თბილისზე ზეწოლას ახორციელებენ.