საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე – ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ტვიტერზე წერს.
”ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ ცნობებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მან მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ” – აცხადებს, სტანო.