საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა – ის დაშორდა ევროკავშირს, მის ღირებულებებს. ამიტომ, რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უნდა იქნას გაგებული, როგორც საჩუქარი პროევროპული სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და მოსახლეობისთვის.
წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი X-ზე.